მაკო გომურის სარჩელი - გაბედავს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო სისტემის წინააღმდეგ წასვლას

06.12.23 20:42
მაკო გომურის სარჩელი - გაბედავს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო სისტემის წინააღმდეგ წასვლას

 

 

 

გაბედავს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო სისტემის წინააღმდეგ წასვლას. მაკო გომურის სარჩელი დარეგისტრირებულია. 20 ივნისის სისხლიანი ღამის დაზარალებული, რომელმაც თვალი სპეცრაზმის მიერ ნასროლი რეზინის ტყვიით დაკარგა პარლამენტს და შს სამინისტროს უჩივის. "აიკრძალოს პროტესტანტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიების გამოყენება" - ეს არის დაზარალებულის მთავარი მოთხოვნა. 

იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო მაკო გომურის სარჩელს დააკმაყოფილებს - ეს იქნება პრეცენდენტული გადაწყვეტილება. "ოცნებას" კი მოუწევს კანონი შეცვალოს. დღეს არსებული კანონი არ განსაზღვრავს რა შემთხვევაში აქვს უფლება პოლიციას სპეცსაშუალებები გამოიყენოს. რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი აქციის დარბევის დროს რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ძალოვანებს მწვანე შუქი აქვთ ანთებული.

ვრცლად ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.