ნამახვანჰესის კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა შეჩერდება

12.03.21 14:56
ნამახვანჰესის კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა  შეჩერდება

ნამახვანჰესის  კაშხლისა და წყალსაცავის   მშენებლობა  შეჩერდება. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, ქუთაისში ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

თურნავა აცხადებს, რომ ჰესის ძირითადი ნაწილის - კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა ხელახალი კვლევების ჩატარებამდე შეჩერდება. 

 იმისთვის, რომ ყველა საჭოჭმანო საკითხი მოიხსნას საბოლოოდ, რაც შეეხება პროექტის უსაფრთხოებას და კვლევების საიმედოობას, ჩვენ შევთანხმდით კომპანიასთან, რომ ისინი არ დაიწყებენ ჰესის ძირითადი ნაგებობების, კერძოდ - კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობას მანამ, სანამ ჩვენ არ გავაკეთებთ რამდენიმე პრინციპული ძირითადი კვლევის გადამოწმებას / ვალიდაციას. იმისთვის, რომ გამოირიცხოს ეჭვები ამ კვლევებისთვის, სახელმწიფო დაიქირავებს დამოუკიდებელ ექსპერტებს, მათ შორის, თქვენი ნდობით აღჭურვილ ექსპერტებს, მაღალი რეპუტაციის მქონე ექსპერტებს და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ნაბიჯი საბოლოოდ წერტილს დაუსვამს იმაზე საუბარს, თუ რამდენად საფუძვლიანად მოხდა შესწავლა,- განაცხადა თურნავამ.