შერჩევითი სამართალი - კალაძე "ოცნების" დეპუტატ მგალობლიშვილის უკანონოდ აშენებულ ვილას ხელს ვერ აკარებს
კანონი მხოლოდ გაჭირვებული ადამიანებისთვის - კახა კალაძე, რომლის ბრძანებითაც აფრიკის დასახლებაში სახლები მიწასთან გაასწორეს, ხელს ვერ აკარებს "ოცნების" დეპუტატის უკანონოდ აშენებულ ვილას. ლევან მგალობლიშვილმა წყნეთში სახელმწიფო მიწა მიისაკუთრა და იქ სახლი თვითნებურად ჩადგა. როცა კალაძეს შერჩევითი სამართლის შესახებ ვკითხეთ, თბილისის მერმა მოიტყუა.
კალაძემ "პირველების" კითხვა სამჯერ მოისმინა და ყველა ჯერზე ამტკიცებდა, რომ "ოცნების" დეპუტატის უკანონოდ აშენებული სახლი მერიამ დაანგრია. კომენტარის ჩაწერის შემდეგ კი ჩვენს ჟურნალისტს მერიის პრესსამსახური დაუკავშირდა და უთხრა, რომ კალაძეს შეეშალა და პასუხად სულ სხვა ქეისზე საუბრობდა. ფაქტია, რომ მგალობლიშვილის უკანონოდ აშენებულ სახლს არავინ შეხებია.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.