ორბანი ევროკავშირთან ვაჭრობს - შესაძლოა, ქვეყნისთვის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადება გადავადდეს

06.12.23 20:51
ორბანი ევროკავშირთან ვაჭრობს -  შესაძლოა, ქვეყნისთვის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადება გადავადდეს

 

ჩაიშლება თუ არა საქართველოსთვის გადამწყვეტი სხდომა პრორუსი ორბანის შანტაჟის გამო? - უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ამბობს, რომ არავითარი შანტაჟს ადგილი არ აქვს.

 „უნგრეთის პოზიცია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გააზრებული და დასაბუთებულია, მასში არავითარი შანტაჟი ან თამაში არ არის. ჩვენ კატეგორიულად უარს ვამბობთ იმ საკითხების არევაზე, რომლებსაც არავითარი კავშირი არ გააჩნიათ“, – წერს სიიარტო.

 თუ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები, 15 დეკემბრამდე ორბანს ვერ დაარწმუნებენ, რომ უკან დაიხიოს და დაანონსებული ვეტო გადაიფიქროს, შესაძლოა, ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადება გადავადდეს.    

მოსალოდნელია, რომ ანგარიშის განხილვა გადაიდოს. სამწუხაროდ, ასეც ხდება ხოლმე. მოლაპარაკებების პროცესი ძალიან რთულია და შესაძლოა, მოსალოდნელზე დიდხანს გაიწელოს. გაფართოების ანგარიშის ირგვლივ ბევრმა პრობლემამ იყარა თავი. მაინც მგონია, რომ 15 დეკემბერის სამიტზე ეს მოხდება, თუმცა თუ ასე არ მოხდა, გთხოვთ, იმედი არ დაკარგოთ. ვფიქრობ, რომ კომპრომისის მიღწევა მაინც შესაძლებლია, ორბანს თავისი მიზნები აქვს, ეს მილარდების მიღებააა, ამიტომ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას საკითხით ცდილობს მიზნებს მიაღწიოს. საქართველოს მთვრობის მაღალჩინოსნები ორბანს უნდა დაელაპარაკონ, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული რომ ივანიშვილი-ორბანის წარსული ურთიერთობები რამეს შეცვლის. ევროკავშირმა პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, თუმცა სამწუხაროდ, არიან ქვეყნები, რომლებიც ამას ჭკვიანურად არ თვლიან",- განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.

ახლა ევროკავშირის დღის წესრიგი თავდაყირა დგას. ლიდერები ორბანთან შესახვედრად ემზადებიან. პირველი აუდიენცია ხვალ ელისეის სასახლეში შედგება. პუტინისა და ღარიბაშვილის მოკავშირე უნგრეთის პრემიერს საფრანგეთის პრეზიდენტი შეხვდება. ლიდერები ყველა გზას ეძებენ, რომ ევროკავშირის გაფართოების პაკეტი წინააღმდეგობების გარეშე დაამტკიცონ.