პრეზიდენტი: ჩიტმა მომიტანა ამბავი, რომ სპორტს თავისუფლებას ართმევენ
სალომე ზურაბიშვილი დღეს ახალგაზრდა სპორტსმენებს შეხვდა - შეხვედრას ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის ხმაურიანი განცხადების გარეშე არც დღეს ჩაუვლია.
სალომე ზურაბიშვილს დღეს ახალი სამიზნე ჰყავდა. მას მინისტრ თეა წულუკიანის სახელი არ უხსენებია, თუმცა თქვა რომ მასთან მივიდა ამბავი, რომ სპორტსმენებს თავისუფლებას ართმევენ.
ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ სპორტული სამყარო შესულია ევროკავშირში, იქ უკვე წარმოადგენთ გამარჯვებულ საქართველოს, წარმატებულ საქართველოს, რომელსაც უკვე სპორტულ სამყაროში ყველა იცნობს სხვადასხვა სახეობით და წარმატებით ყველა სახეობაში. საქართველო პრაქტიკულად არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც უსაზღვრო რაოდენობით მოაქვს მედლები შინ. ამისთვის ნამდვილად ხართ იმის ღირსი, რომ საზოგადოებამ და საზოგადოების სახელით თქვენმა პრეზიდენტმა მადლობა გითხრათ.
სპორტში მთავარია ორი რამ - ერთი, დისციპლინა და მეორე თავისუფლება, რაღაცა ჩიტმა მომიტანა ამბავი, რომ ამ კუთხით შეიძლება ცოტა შეიძლება ვკოჭლობდეთ, მაგრამ არაუშავს. თავისუფლება არის ის, რაც მოსაპოვებელია და რაც ჩვენზე არის ყველაზე, დამოკიდებული. ამიტომ, მე მინდა გისურვოთ ყველას მეტი ევროპა, მეტი თავისუფლება და მეტი წარმატება და ვიცი, რომ თქვენი ხმა ევროპას გაეგონება!"- თქვა პრეზიდენტმა.