ხოშტარია: Mona.ge-ს გამო მუზეუმის თანამშრომლებს კალანდიას მხარდამჭერი პოსტების გამოქვეყნებას სთხოვენ

06.12.23 20:29
ხოშტარია: Mona.ge-ს გამო მუზეუმის თანამშრომლებს კალანდიას მხარდამჭერი პოსტების გამოქვეყნებას სთხოვენ

"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, რომ მონა.ჯი-ზე ატვირთვის შემდეგ, მუზეუმის თანამშრომლებს გიორგი კალანდიას მხარდამჭერი პოსტების გამოქვეყნებას სთხოვენ.

მას შემდეგ, რაც გაცხადდა გიორგი კალანდიას მხრიდან დადიანის მუზეუმის თანამშრომლებზე ზეწოლის ამბავი და მონაჯიზე აიტვირთა, ეხლა უკავშირდებიან თანამშრომლებს და თხოვენ მისი მხარდამჭერი პოსტების დაწერას",- წერს ხოშტარია.

ხელოვნების მუზუემის დირექტორი Mona.ge სიაში მოხვდა. Mona.ge-ს მასალების მიხედვით, გიორგი კალანდია კულტურის სფეროში რეპრესიების ერთ-ერთი განმახორციელებელია. 

გიორგი კალანდია მუზეუმებში თეა წულუკიანის რეპრესიული პოლიტიკას ნერგავს. კერძოდ, MONA.Ge-ს  გადამოწმებული ინფორმაციით, კალანდია პირადად იბარებს მუზეუმების თანამშრომლებს, აფრთხილებს პოლიტიკურ აქტიურობასთან დაკავშირებით და მეტიც, საბჭოთა კავშირის საუკეთესო ტრადიციებით, ყველა თანამშრომელთან პირად საუბარს თუ თათბირს იწერს. მასთან დაპირისპირებას შეეწირა დადიანების მუზეუმის რამდენიმე თანამშრომელი.