ლევან ხაბეიშვილი აგრძელებს ვიზიტს ვაშინგტონში - ენმ-ის თავმჯდომარე კონგრესმენ კრინ შოუს შეხვდა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აგრძელებს ვიზიტს ვაშინგტონში - პარტიის თავმჯდომარე კონგრესმენ კრინ შოუს შეხვდა.
ამერის შეერთებულ შტატებში ასევე იმყოფებიან ფრაქციის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა, საგარეო ურთიერთობის მიმართულების მდივანი, ზურაბ ჭიაბერაშვილი და საგარეო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, ირაკლი ქავთარაძე.
მქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდით კონგრესმენ კრინ შოუს, რომელიც არის დოკუმენტის თანაავტორი სადაც შავით თეთრზე წერია რომ, ბიძინა ივანიშვილი არის პუტინის მოკავშირე,რუსეთის მოკავშირე ცხადია ეს ადამიანები არიან ჩვენი მეგობრები და მნიშვნელოვანია ქართველ ხალხს რუსი ოლიგარქის და "რუსული რეჟიმი"-ს წინააღმდეგ გყავდეს ბევრი პარტნიორი.ჩვენ გვყავს ბევრი პარტნიორი,შევიძენთ ბევრ პარტნიორს და დარწმუნებული ვარ ქართველ ხალხთან ერთად ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ რუსულ ოლიგარქიულ რეჟიმს. ვაგრძელებთ ვაშინგტონში შეხვედრებს ასევე შეხვედრა გვაქვს ჩანიშნული "IDU"-ს პრეზიდენტთან,კანადის ყოფილ პრემიერთან სტივენ ჰარპერთან და შესაბამისად ვაშინგტონის შემდეგ ნიუ-იორკში გავაგრძელებთ ჩვენს ოფიციალურ ვიზიტს". - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა