აუცილებელია სოხუმისა და ცხინვალის უსაფრთხოების შემდგომი გაძლიერება - ლავროვი
"აუცილებელია სოხუმისა და ცხინვალის უსაფრთხოების შემდგომი გაძლიერება", - ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ჟენევის მოლაპარაკებებვის შემდეგ გაავრცელა.
უწყების თქმით, საჭიროა "სამართლებრივად სავალდებულო შეთანხმების გაფორმება "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ".
სოხუმისა და ცხინვალის უსაფრთხოების შემდგომი გაძლიერების აუცილებლობა ნაკარნახევია შავი ზღვის რეგიონში ნატოს მზარდი აქტივობით, ალიანსის მიერ საქართველოს სამხედრო განვითარების გეგმების განხორციელებით და ამ ქვეყნისთვის თანამედროვე ტიპის იარაღის მიწოდებით", - ნათქვამია განცხადებაში.