პარტიებისთვის დაფინანსების შეზღუდვას "ოცნება" ფორსირებული რეჟიმით აპირებს - ოპოზიცია შავ ხვრელებზე საუბრობს
პარტიებისთვის დაფინანსების შეზღუდვას "ოცნება" ფორსირებული რეჟიმით აპირებს - ზუსტად 12 საათზე საკანონმდებლო წინადადების განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დაიწყება.
იმ შემთხვევაში, თუ პროექტი კანონად იქცევა, იურიდიულ პირებს ოპოზიციისთვის შემოწირულებების გაკეთება აღარ შეეძლებათ.
დეოლიგარქიზაციის გეგმის ფარგლებში მომზადებულ პროექტს ამ კვირაში საკანონმდებლო ორგანო უკვე მეორედ განიხილავს. სიჩქარე ოპოზიციისთვის ნიშანია, რომ "ოცნებას" რეკომენდაციების შესრულების ნაცვლად ოპონენტებზე შურისძიება აქვს დაგეგმილი, რადგან ამ კანონპროექტით ვერ ქრება ის შავი ხვრელები, რომლითაც მთავრობა წინა საარჩევნოდ დიდ ფულს იშოვის.
"ევროოპტიმისტების" დეპუტატის ხატია დეკანოიძის თქმით, პარტიების დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებული კანონპროექტით მმართველი პარტია მთავარი თემიდან ყურადღების გადატანას ცდილობს, რაც უარყოფითად აისახება ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე.
ეს ვერ ჩაითვლება ვენეციის კომისიის რეკომენდაციის გაზიარებად და შესრულებულად, რადგან ვენეციის კომისიას ჰქონდა ძალიან მყარი არგუმენტირებული მოსაზრება, მათ შორის, როდესაც საუბრობდა იმაზე, რომ პარტიების დაფინანსება, სახელისუფლებო პარტიაზეა საუბარი, უნდა იყოს გამჭვირვალე. მაგალითად, ფარცხალაძე, რომელიც იყო სანქციების ქვეშ, მის წინააღმდეგ არ დაიწყო გამოძიება, რადგან ფარცხალაძე იყო შავი სალაროს გამგებელი მთლიანად "ქართული ოცნების". ნებისმიერი ფასადური რეფორმა უარყოფითად იმოქმედებს ზუსტად იგივე ევროდათქმების შესრულებაზე", - აღნიშნა დეკანოიძემ.
პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრის ანა ნაცვლიშვილის მტკიცებით, "ქართული ოცნება" საარჩევნო პროცესში არასწორი მეთოდებით მონაწილეობს.
ოღონდ არ გადადგან ნაბიჯები დეოლიგარქიზაციის მიმართულებით და მოიფიქრებენ სხვა ათას საკითხს, ზოგს რეალურს და ზოგს გამოგონილს იმისთვის, რომ მთელი ყურადღება გადავიდეს ამ ცალკეულ კანონპროექტებზე. "ქართული ოცნება" საარჩევნო პროცესში არ მონაწილეობს არც სუფთა ფულით და არც სუფთა მეთოდებით და არ იცავს არც კანონმდებლობას", - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.
ბუჩუკური "პირველებთან" შავი ფულის როლზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მმართველი ძალა შავი ყულაბის მობილიზებას არცევნებისთვის უკვე იწყებს:
შავი ფულის როლი ქართულ პოლიტიკაში დიდია. ადგილობრივი დონიდან რომ დავიწყოთ, იგივე ვაკის პარკის ტრაგიკული შემთხვევა, რომელიც დღემდე სრული ბურუსით არის მოცული. ის რომ თბილისის მერია სიმბოლოდ იქცა უკვე კორუფციის ზედაპირზე. ყველა ამ კორუფციული სქემების მიზანი არის ამ შავი ყულაბის მობილიზება სარჩევნო მიზნებისთვის", - აღნიშნა ბუჩუკურმა.