პრეზიდენტი 9 დეკემბერს მარშზე მივა, რას იზამს "ქართული ოცნება"?

07.12.23 10:59
პრეზიდენტი 9 დეკემბერს მარშზე მივა, რას იზამს "ქართული ოცნება"?

"ქართული ოცნება" ევროპულ მარში სავარაუდოდ არ შეუერთდება. ზუსტად 48 საათში თბილისის შუაგული პროევროპული მსვლელობის ეპიცენტრად გადაიქცევა. ისტორიაში პირველად, ქალაქის ცენტრში გაიტანენ ყველაზე დიდ ევროკავშირის დროშაც, რაც კი მსოფლიოში შექმნილა.

საქართველოს პრეზიდენტმა პოლიტიკური განაცხადი უკვე გააკეთა. სალომე ზურაბიშვილი შაბათს რესპუბლიკის მოედანზე იდგება თუმცა ირკვევა, რომ ხალხი და პრეზიდენტი ერთ მხარეს იქნებიან, ხელისუფლება კი მეორეს. "ქართული ოცნება" ყველაზე მასშტაბურ პროევროპულ მსვლელობაში მონაწილეობის განაცხადს ამ დრომდე არ აკეთებს.  

9 დეკემბერს, შაბათს მარში სახელწოდებით "შენი ხმა ევროკავშირს" რესპუბლიკის მოედნიდან 14 საათზე დაიწყება - მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მსვლელობით გაემართებიან.

მარშის ორგანიზატორებულები ამბობენ, რომ ელოდებიან ყველას, ვისთვისაც ევროპული არჩევანი მნიშვნელოვანია. 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელი, "პირველებთან ამბობს, რომ მარში ყველასთვისაა. ეკა გიგაურის თქმით, არ იცის, მოვა თუ არა ხელისუფლებიდან ვინმე "რესპუბლიკის მოედანზე". 

ისინი ცდილობენ, დაყონ საზოგადოება, ამ საკითხთან მიმართებაშიც კი, მაშინ როდესაც საქართველოს მოქახლეობის ძალიან დიდი ნაწილი - 85% ემხრობა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. 

მიუხედავად იმისა, რომელ პარტიას უჭერენ მხარს, რა პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებები აქვთ ადამიანებს, ეს არის არასაპროტესტო აქცია, ეს არის მარში, სადაც ჩვენ ვანახებთ ჩვენ ევროპელ პარტნიორებს, რა გვინდა ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს" - ამბობს ეკა გიგაური.