ირაკლი კობახიძეს აშლილობითი ბოდვები აქვს! - გახარიას გუნდი
ირაკლი კობახიძეს აშლილობითი ბოდვები აქვს! - ეს პოლიტიკური დიაგნოზი დაუსვეს გახარიას გუნდში "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, რომელიც ამტკიცებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ისევე გადააყენებენ, როგორც თავის დროზე გახარია გადააყენეს.
ანა ბუჩუკურის თქმით, ირაკლი კობახიძეს გუშინ წამოსცდა, რომ პრეზიდენტი არჩევნების შედეგებს დაიცავს, რაც შეეხება გახარიასთან შედარებას, დეპუტატი ამბობს, რომ "ოცნების" თავმჯდომარე "ფანტაზიებშია":
წამოსცდა გუშინ, როცა სალომე ზურაბიშვილზე თქვა, რომ არჩევნების დაცვას მოინდომებსო, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტი. ბოლო ორი დღეა, კობახიძე განსაკუთრებით გულწრფელია, რა დაემართა ამ ბიჭს არ ვიცი. ბევრ რამეს შეიძლება ემსახურებოდეს "ოცნების" ხელისუფლების მხრიდან სალომე ზურაბიშვილზე მუდმივი თავდასხმა, მათ შორის თავიანთი დღის წესრიგის შექმნას, ძირითადი თემებიდან ყურადღების გადატანას ესეც რა თქმა უნდა ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს...
კობახიძეს რაღაც აშლილობითი ბოდვები აქვს. ვის გულისხმობს, ვინ გადააყენა გახარია? ვინ მართავს მსოფლიოს, რა ფანტაზიებშია?!
სალომე ზურაბიშვილი აგვისტოში გადადგება და ოპოზიციის კამპანიის ლიდერი გახდება - ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ზურაბიშვილი გახარია გზას გაივლის და მასაც "გადააყენებენ".
ამასთან, "ოცნების" ლიდერი აანონსებს, რომ პრეზიდენტი არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადების კამპანიაში ჩაერთვება, იტყვის რომ არჩევნები გაყალბდა და შედეგებს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.