ენმ-ის მიზანია, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ სწრაფად გადავდგათ ნაბიჯები ევროკავშირში, ნატოში გასაწევრიანებლად - ჭიაბერაშვილი

07.12.23 12:19
ენმ-ის მიზანია, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ სწრაფად გადავდგათ ნაბიჯები ევროკავშირში, ნატოში გასაწევრიანებლად - ჭიაბერაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" მიზანია, რომ 2024 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდგომ, ძალიან სწრაფად გადავდგათ ნაბიჯები ევროკავშირში, ნატოში გასაწევრიანებლად, რათა თავი დაცულად, მშვიდობიანად და სტაბილურად ვიგრძნოთ," - ამის შესახებ განცხადება ენმ-ის საერთაშორისო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, მმართველმა პარტიამ საქართველო საერთაშორიო დღის წესრიგიდან გააქრო.

ვაშინგტონში დემოკრატიის საერთაშორისო კავშირის ფორუმის ფარგლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაციის შეხვედრების მიზანი არის ის, რომ საქართველო დაბრუნდეს საერთაშორისო დღის წესრიგში. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ გააქრო საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგიდან და ძალიან ბევრი დისკუსია, სადაც საქართველოს ხსენება იყო ტრადიციული, მიმდინარეობს საქართველოს ხსენების გარეშე და ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საქართველომ და მისმა მოქალაქეებმა საბოლოო ჯამში დაიმკვიდრონ ადგილი დასავლეთში, ევროკავშირში, ნატო-ში, იქ, სადაც ისინი თავს მშვიდადა და უსაფრთხოდ იგრძნობენ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი არის ზუსტად ის, რომ 2024 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდგომ ძალიან სწრაფად გადავდგათ ნაბიჯები იმისათვის, რომ გავწევრიანდეთ ევროკავშირში, გავწევრიანდეთ ნატო-ში და დაცულად, მშვიდობიანად და სტაბილურად ვიგრძნოთ თავი. ამას საფუძველი ჩაეყარა „ვარდების რევოლუციით“ და ახლა „ქართული ოცნების“ ამ საზიანო პოლიტიკის მიუხედავად, ჩვენ საფუძველს ვუყრით დღესაც, რომ ჩვენ 2024 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდგომ სწრაფად გადავდგათ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები.“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.