არჩიეს მიხეილ სააკაშვილის ნაცვლად, ნიკანორ მელიას გვერდით ყოფნა - ენმ-ს წევრები წასულებს პასუხობენ

07.12.23 13:32
არჩიეს მიხეილ სააკაშვილის ნაცვლად, ნიკანორ მელიას გვერდით ყოფნა - ენმ-ს წევრები წასულებს პასუხობენ

დღეს არჩევანი  პირადად სააკაშვილსაა და მელიას შორის გაკეთდა - ასეთი პასუხი აქვთ ხაბეიშვილის თანამოაზრეებს  ნიკა მელიას აჯანყებულ მომხრეებისთვის. კასპიის საკრებულოში  დარჩენილი წერები, პირდაპირ ამბობენ, რომ მათმა ყოფილმა თანაგუნდელებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტს უღალატეს. 

მათი შეფასებით, წასულებმა მანდატებიც უნდა დათმონ. 

ჩვენ მზად ვიყავით, რომ ყველა პატრიოტ მებრძოლთან ერთად გაგვეგრძელებინა ბრძოლა, თუმცა მათ არ მოისურვეს და არჩიეს მიხეილ სააკაშვილის ნაცვლად, ნიკანორ მელიას გვერდით ყოფნა. უკვე მეოთხედ გამოვიდნენ და გააკეთეს განცხადება პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით. ეს არის მათ მოკლევადიან ინტერესებზე გათვლილი, რათა მედიის ყურადღება მიიქციონ, ამიტომ ეს შოუები აღარ გვიკვირს. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას მიხეილ სააკაშვილთან ერთად, გვაქვს ჩვენი ამოცანები და მიზნები, რასაც მივყვებით ჩვენი პარტიის ლიდერთან ერთად", - აღნიშნა გორის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ანი ბალიაშვილმა.

კასპის საკრებულოოს 6-მა და რაიონული ორგანიზაციის 20-მდეე წევრმა მხარდაჭერა ნიკა მელიას გამოუცხადეს და პარტია დატოვეს.

მსგავსი სიახლეები