"მტკიცებულებები გვჭირდება"- ხალხის ძალა გახარიას შავ სიაზე
გახარიამ ვერ უპასუხა კითხვას, როდის სტყუოდა - მაშინ, როცა ამბობდა, რომ ქვეყანაში კორუფცია არ არის, თუ დღეს, როცა არ არის პრემიერი და ამბობს, რომ არის კორუფცია" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" განაყოფის "ხალხის ძალის" ლიდერმა ექსპრემიერის მირ გამოქვეყნებული გვარების შემდეგ განაცხადა.
გურამ მაჭარაშვილის თქმით, გიორგი გახარია "ილუზიებშია". მისი თქმით, ექსპრემიერმა, რომელიც კორუფციაზე საუბრობს მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს.
რაც შეეხება გვარების დასახელებას, ეს არის მისი ილუზიები. ჩვენ გვჭირდებოდა მტკიცებულებები და სჭირდება მტკიცებულება საზოგადოებას, ყველა უწყებას. თუ მტკიცებულება აქვს და მას უნდა ჰქონდეს, რადგან ბევრი თანამდებობები ჰქონდა, ეს უნდა წარმოადგინოს. გახარიას არ ეშლება ის, თუ რომელ უწყებას უნდა მიმართოს, თუ სჭირდება, რომ გამოძიება დაიწყოს საქმეზე. ამას აკეთებს პოლიტიკური პროცესებისთვის, მაგრამ არ გამოსდის", - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
ექსპრემიერი 25-დან რამდენიმე პრივილეგირებულ ოჯახს ასახლებს, ვინც მისი თქმით, კორუფციული გარიგებებით დიდ ფულს შოულობს. სანქცირებული მოსამართლე ლევან მურუსიძე, ირაკლი ღარიბაშვილი, კახი კალაძე, ირაკლი კობახიძე და "აირზენას" შეფი თამაზ გაიაშვილი. დღეს ექს პრემიერის პარტიის დეპუტატებმა პარლამენტიდან, დაასახელეს კონკრეტული ფაქტები, თუ ვინ რა გზებით მდიდრდება ღარიბი ხალხის ხარჯზე. დღეს ყოფილმა პრემიერმა მოქმედზე პრაქტიკულად თქვა რომ ხალხს ძარცვავს.
გახარიას შავ სიაშია, ოთარ ფარცხალაძე და დავით კეზერაშვილი.