ოპოზიციის შავ სიზმრებს ვერ ავყვებით - მაჭარაშვილი
ოპოზიციის შავ სიზმრებს ვერ ავყვებით - ასე პასუხობს "ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი შემზღუდავ კანონზე დასმულ კითხვას, რომელიც ოპოზიციური პარტიებისთვის შემოწირულობების შეზღუდვას ისახავს მიზნად.
მაჭარაშვილის თქმით, შავი ხვრელი და შავი ფულები ოპოზიციას ელანდება, უმრავლესობას კი ნათელი მომავალი აქვს.
ფიზიკური პირები მილიონერები იმდენი ჰყავს ოპოზიციას დამფინანსებლები, რომ რამდენიც გნებავთ. ამიტომ ეს შეთანხმება და ცვლილება არის შეთანხმებული ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. ვინც ამის წინააღმდეგია, ესე იგი, ევროინტეგრაციის წინააღმდეგია. შავი ხვრელი და შავი ფულები გითხარით, რომ ელანდება ოპოზიციას და მათ შავ სიზმრებს ვერ ავყვებით. ჩვენ გვაქვს ნათელი მომავალი, მათ აქვთ შავი და ბნელი მომავალი", - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც პარტიების დაფინანსების საკითხს უკავშირდება, დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს.
კანონპროექტის მიხედვით, იურიდიულ პირებს პოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულობის გაკეთება აეკრძალებათ.