შეუერთდება თუ არა "ოცნება" 9 დეკემბერს დაანონსებულ მსვლელობას?

07.12.23 13:29
შეუერთდება თუ არა "ოცნება" 9 დეკემბერს დაანონსებულ მსვლელობას?

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და შერიგებისა და თანასწორობის მინისტრი თეა ახვლედიანი - არცერთ მათგანს 9 დეკემბერს მარშზე ვერ ვნახავთ.

დღეს ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტების კითხვებს გაექცა და მდიასტან ერთი კომენტარიც კი არ გააკეთა მარშთან დაკავშირებით.

მინისტრებიდან ვახტანგ გომელაური იყო ერთადერთი, რომელმაც "პირველებს" ევროკავშირთან დაკავშირებით ესაუბრა. შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ის არცერთ მარშსა და მარათონში არასდროს მონაწილეობას არ იღებს, თუმცა ბევრ რამეს აკეთებს ევროკავშირისთვის.

მმართველი გუნდის წევრები კი დღეს პარლამენტში ერთმანეთის მიყოლებით თავს ესხმოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ამბობდნენ, რომ ეს მარში რაიმე ერთსულოვნების გამომხატველი არ იქნება.

აი ამ სიტუაციაში ხედავენ რა, რომ წაგებულ მხარეს და წაგებულ ნავში არ აღმოჩნდნენ და ცდილობენ ე.წ. ხელოვნურ კეკლუცობას. თურმე რაღაცა მარში მოაწყონ, რაღაც ხელმოწერების შეგროვებას აკეთებს ეს ე.წ. პრეზიდენტი. თქვენ ხედავთ, რა მიზანს ემსახურება. ეს არის ნაძალადევი ვითომ მათი მხრიდან სიხარული. სინამდვილეში ესენი არიან პოლიტიკური ჭირისუფლები, რადგან ვერ მოახერხეს, რომ ქვეყანას დაეკარგა და არ მიეღეო ეს კანდიდატის სტატუსი. ამით ცდილობდნენ, რომ ქვეყანაში მოაწყონ დაძაბულობა და თავიანთ თავს პოლიტიკურ პარაზიტებად კიდევ ერთხელ შეახსენებენ საზოგადოებას", - აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.

ზუსტად 48 საათში თბილისის შუაგული პროევროპული მსვლელობის ეპიცენტრად გადაიქცევა. "შენი ხმა ევროკავშირს", სწორედ ასე ჰქვია მსვლელობას, რომელიც შაბათს, ორ საათზე არის დაანონსებული. ისტორიაში პირველად, ქალაქის ცენტრში გაიტანენ ყველაზე დიდ ევროკავშირის დროშაც, რაც კი მსოფლიოში შექმნილა.

საქართველოს პრეზიდენტმა პოლიტიკური განაცხადი უკვე გააკეთა. სალომე ზურაბიშვილი შაბათს რესპუბლიკის მოედანზე იდგება თუმცა ირკვევა, რომ ხალხი და პრეზიდენტი ერთ მხარეს იქნებიან, ხელისუფლება კი მეორეს.

 

მსგავსი სიახლეები