თურმე არავინ აფინანსებთ, როგორი საწყლები არიან - ღუდუშაური ოპოზიციაზე

07.12.23 13:53
თურმე არავინ აფინანსებთ, როგორი საწყლები არიან - ღუდუშაური ოპოზიციაზე

თურმე არავინ აფინანსებთ, როგორი საწყლები არიან - ასე უპასუხა "ოცნების" წევრმა ალუდა ღუდუშაურმა შემზღუდავ კანონზე დასმულ კითხვას, რომელიც ოპოზიციური პარტიებისთვის შემოწირულობების შეზღუდვას ისახავს მიზნად.

მისი თქმით, სინამდვილეში ოპოზიციის მხრიდან ადგილი აქვს ფარისევლობას.

გვესმის მათი მხრიდან ის განცხადებებიც, რომ თურმე მათ არავინ არ აფინანსებთ, როგორი საწყლები არიან. თურმე არავინ არ ახდენს მათთვის თანხის შეწირვას. აქედან გამომდინარე, რა ანერვიულებთ. სინამდვილეში ადგილი აქვს ფარისევლობას. სწორედაც მათი ნერვიულობა მიემართება იქითკენ, რომ დიახ, ეს არის ბუნდოვანების ხვრელის ამოვსება, რითაც ცდილობენ ეს ადამიანები, რომ სწორედ ასეთი შემოვლითი გზებით მიეღოთ დაფინანსება, რომელსაც იყენებენ ხოლმე ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ", - აღნიშნა ღუდუშაურმა.

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც პარტიების დაფინანსების საკითხს უკავშირდება, დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს.

კანონპროექტის მიხედვით, იურიდიულ პირებს პოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულობის გაკეთება აეკრძალებათ.

მსგავსი სიახლეები