შეხვედრებზე აღნიშნავდნენ, რომ არა მარტის მოვლენები, საუბარი არც იქნებოდა კანდიდატის სტატუსზე - ნაცვლიშვილი

07.12.23 14:00
შეხვედრებზე აღნიშნავდნენ, რომ არა მარტის მოვლენები, საუბარი არც იქნებოდა კანდიდატის სტატუსზე - ნაცვლიშვილი

ყველა მსგავს ინიციატივას მივესალმებით - "ლელოს" წევრის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რონ მოქალაქეებმა თავისი როლი შეასრულოს ევროინტეგრაციის გზაზე, ამიტომაცაა 9 დეკემბერს მარშზე დასწრება აუცილებელი.

ნაცვლიშვილი ამბობს, რომ შეხვედრებზე დასავლელი პარტნიორები ყველგან აღნიშნავდნენ, რომ არა მარტის მოვლენები, საუბარი არც იქნებოდა კანდიდატის სტატუსზე.

ფაქტობრივად ყველგან, სადაც შეხვედრები გვქონდა აღნიშნავდნენ, რომ არა მარტის მოვლენები და საზოგადოების აქტიურობა საქართველოს ევროპული გზის დასაცავად, გამორიცხული იქნებოდა საუბარი კანდიდატის სტატუსზე და თუნდაც, ის დადებითი რეკომენდაცია, რომელიც მივიღეთ ნოემბრის დასაწყისში. ამიტომ ყველა მსგავს ინიციატივას ცხადია, რომ მივესალმებით, რადგან საზოგადოებამ, მოქალაქეებმა მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულონ ქვეყნის დაცვაში რუსული ხელისუფლების პოლიტიკისგან", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და შერიგებისა და თანასწორობის მინისტრი თეა ახვლედიანი - არცერთ მათგანს 9 დეკემბერს მარშზე ვერ ვნახავთ.

მმართველი გუნდის წევრები კი დღეს პარლამენტში ერთმანეთის მიყოლებით თავს ესხმოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ამბობდნენ, რომ ეს მარში რაიმე ერთსულოვნების გამომხატველი არ იქნება.

ზუსტად 48 საათში თბილისის შუაგული პროევროპული მსვლელობის ეპიცენტრად გადაიქცევა. "შენი ხმა ევროკავშირს", სწორედ ასე ჰქვია მსვლელობას, რომელიც შაბათს, ორ საათზე არის დაანონსებული. ისტორიაში პირველად, ქალაქის ცენტრში გაიტანენ ყველაზე დიდ ევროკავშირის დროშაც, რაც კი მსოფლიოში შექმნილა.

საქართველოს პრეზიდენტმა პოლიტიკური განაცხადი უკვე გააკეთა. სალომე ზურაბიშვილი შაბათს რესპუბლიკის მოედანზე იდგება თუმცა ირკვევა, რომ ხალხი და პრეზიდენტი ერთ მხარეს იქნებიან, ხელისუფლება კი მეორეს.

მსგავსი სიახლეები