სად გინახივართ მარშზე? - შს მინისტრი "პირველებს"

07.12.23 14:59
სად გინახივართ მარშზე? - შს მინისტრი "პირველებს"

მთავრობა 9 დეკემბერს ხალხის გვერდით არ იდგება, სად გინახიათ მთავრობა მარშზე? - ასე პასუხობს შინგან საქმეთა მინისტრი "პირველების" კითხვას, შეურთდება თუ არა მთავრობა პრეზიდენტის მსგავსად 9 დეკემბერს დაგეგმილ მსვლელობას. 

ვახტანგ გომელაური ერთადერთი იყო მინისტრებიდან, რომელმაც ევროინტეგრაციაზე დასმულ კითხვას უპასუხა და თქვა, რომ ის არცერთ მარშსა და მარათონში არასდროს მონაწილეობას არ იღებს, თუმცა ბევრ რამეს აკეთებს ევროკავშირისთვის.

არ ვიცი, რა მარშზეა საუბარი? რომელ მარშზე გინახივართ ერთი მე რომ დავდივარ. გინახივართ, რომელიმე მარშზე? ევროინტეგრაციისთვის ისედაც ყველაფერს ვაკეთებთ, თქვენ რომ გკითხოთ არაფერს ვაკეთებთ და ყველაფერს ვაფუჭებთ",- განაცხადა გომელაურმა.

ზუსტად 48 საათში თბილისის შუაგული პროევროპული მსვლელობის ეპიცენტრად გადაიქცევა. "შენი ხმა ევროკავშირს", სწორედ ასე ჰქვია მსვლელობას, რომელიც შაბათს, ორ საათზე არის დაანონსებული. ისტორიაში პირველად, ქალაქის ცენტრში გაიტანენ ყველაზე დიდ ევროკავშირის დროშაც, რაც კი მსოფლიოში შექმნილა.

საქართველოს პრეზიდენტმა პოლიტიკური განაცხადი უკვე გააკეთა. სალომე ზურაბიშვილი შაბათს რესპუბლიკის მოედანზე იდგება თუმცა ირკვევა, რომ ხალხი და პრეზიდენტი ერთ მხარეს იქნებიან. "ოცნება" კი მარშში მონაწილეობაზე არაფერს ამბობს.

 

მსგავსი სიახლეები