ზურაბიშვილს თუ ჰგონია, რომ „სადაც არ უნდა გათხაროს, ყველგან შეუძლია გათხაროს“, მაგრად ცდება - ალუდა ღუდუშაური
ზურაბიშვილს თუ ჰგონია, რომ „სადაც არ უნდა გათხაროს, ყველგან შეუძლია გათხაროს“, მაგრად შემცდარა ეს ადამიანი და მაგრად ცდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
"ოცნებაში" პრეზიდენტი ოპოზიციასთან ალიანსში კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს:
ის ამოვარდნილი არის ყველაფრისგან და მის სიტყვებს თუ დავესესხებით, მას როგორც უყვარს, მას თუ ჰგონია, რომ "სადაც უნდა, რომ გათხაროს ყველგან შეუძლია, რომ გათხაროს", მაგრად შემცდარა ეს ადამიანი. სალომე ზურაბიშვილის განწირულ თავდადებას "ნაციონალური მოძრაობის" გადარჩენისთვის, რაიმე ლოგიკური შედეგი შეიძლება, რომ ჰქონდეს, ეს არის წარმოუდგენელი. შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილი მშვიდობაში მოახმაროს ღმერთმა ნებისმიერს, ეს "ლელო" იქნება, "ნაციონალური მოძრაობა" იქნება. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ ამას აქვს საერთო ფესვები. ესენი არიან კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა", - აღნიშნა ღუდუშაურმა.
სალომე ზურაბიშვილი აგვისტოში გადადგება და ოპოზიციის კამპანიის ლიდერი გახდება - ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ზურაბიშვილი გახარია გზას გაივლის და მასაც "გადააყენებენ".
ამასთან, "ოცნების" ლიდერი აანონსებს, რომ პრეზიდენტი არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადების კამპანიაში ჩაერთვება, იტყვის რომ არჩევნები გაყალბდა და შედეგებს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.