გაუჭირდება ცხოვრება - მაჭარაშვილი პრეზიდენტზე
"ქართული ოცნების" სატელიტი "ხალხის ხმა" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ნულოვან პოლიტიკურ მომავალს უწინასწარმეტყველებს. მეტიც, გურამ მაჭარაშვილის თქმით, ზურაბიშვილს "ცხოვრება გაუჭირდება".
მე პირადად, გეუბნებით, რომ ვარ მომხრე იმის, რომ ზურაბიშვილი ჩაუდგეს სათავეში საერთოდ გაერთიანებულ ოპოზიციას და ეს იქნება საბოლოო საკონტროლო გასროლა ოპოზიციისთვის. საერთოდ არ მაინტერესებს ეს პიროვნება, რადგან მან იმდენი ტვირთი აიღო საკუთარ თავზე, არა მხოლოდ პრეზიდენტი, არამედ როგორც საქართველოს მოქალაქესაც გაუჭირდება ცხოვრება და პოლიტიკაშიც ვნახავთ, თუ კი დააპირა, რა შედეგები ექნება, აბსოლუტურად ნულოვანი", - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი აგვისტოში გადადგება და ოპოზიციის კამპანიის ლიდერი გახდება - ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ზურაბიშვილი გახარია გზას გაივლის და მასაც "გადააყენებენ".
ამასთან, "ოცნების" ლიდერი აანონსებს, რომ პრეზიდენტი არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადების კამპანიაში ჩაერთვება, იტყვის რომ არჩევნები გაყალბდა და შედეგებს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.