ფიქტიური პრეზიდენტია - "ოცნება" ზურაბიშვილს "ურეიტინგოს" უწოდებს

07.12.23 15:12
ფიქტიური პრეზიდენტია - "ოცნება" ზურაბიშვილს "ურეიტინგოს" უწოდებს

"ქართული ოცნება" საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს "ფიქტიურ პრეზიდენტს" უუწოდებს. დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი ურეიტინგოა. 

პარლამენტის წევრი "ოცნების" თავმჯდომარის განცხაებებს იზიარებს.  

მას მერე, რაც პრეზიდენტი არღვევს შეგნებულად კონსტიტუციას, არ შეიძლება, რომ მას არ ეწოდოს ქვეყანაში ფიქტიური პრეზიდენტი. ის უკვე არის ოპოზიციის ერთგვარი ლიდერი. ხვალ და ზეგ ამ ჭრილში სალომე ზურაბიშვილი რა გადაწყვეტილებას მიიღებს მაგას ნამდვილად ვერ გეტყვით, თუმცა იმის პროგნოზირება, რომ ასე განვითარდეს მოვლენები, როგორც ირაკლი კობახიძემ ბრძანა, ნამდვილად არსებობს. რა რეიტინგი აქვს თუნდაც მას, "ნაციონალურ მოძრაობას" და ამ სულისკვეთებაში მყოფ პარტიებს, კარგად აჩვენა არაერთმა კვლევის შედეგმა", - აღნიშნა მათიკაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი აგვისტოში გადადგება და ოპოზიციის კამპანიის ლიდერი გახდება - ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ზურაბიშვილი გახარია გზას გაივლის და მასაც "გადააყენებენ". 

ამასთან, "ოცნების" ლიდერი აანონსებს, რომ  პრეზიდენტი არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადების კამპანიაში ჩაერთვება, იტყვის რომ არჩევნები გაყალბდა და შედეგებს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.

 

მსგავსი სიახლეები