პრობლემა არა შპს-ებისთვის უფლების შეზღუდვა, არამედ შავი ფულია, რომელიც მაინც იტრიალებს "ოცნებაში" - აქუბარდია

07.12.23 15:35
პრობლემა არა შპს-ებისთვის უფლების შეზღუდვა, არამედ შავი ფულია, რომელიც მაინც იტრიალებს "ოცნებაში" - აქუბარდია

პარლამენტის დეპუტატი თეონა აქუბარდია ამბობს, რომ პარტიების დაფინანსებისთვის პრობლემა არა შპს-ებისთვის უფლების შეზღუდვა, არამედ  შავი ფულია, რომელიც მისი თქმით, შეზღუდვის მიუხედავად მაინც იტრიალებს, რადგან სოციალურად დაუცველი პირების სახით რომ სწირავენ ფულს "ოცნებას" ეს სწორედ რომ შავი ფულია.

მთელი შპს-ები შემომწირველებად იყვნენ "ქართული ოცნებისთვის" და არა ოპოზიციისთვის, ამის სტატისტიკა არსებობს. ეს საერთოდ არ ცვლის მოცემულობას იმისა, რომ შავი ფული მაინც იტრიალებს იმიტომ, რომ სოციალურად დაუცველი პირები სწირავენ ფულს "ქართულ ოცნებას", რომელიც რა თქმა უნდა, შავი ფულია. შესაბამისად, პრობლემა არის შავი ფული და არა ამ უფლების შეზღუდვა შპს-ებისთვის", - აღნიშნა აქუბარდიამ.

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც პარტიების დაფინანსების საკითხს უკავშირდება, დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს.

კანონპროექტის მიხედვით, იურიდიულ პირებს პოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულობის გაკეთება აეკრძალებათ.

მსგავსი სიახლეები