"ნაციონალური მოძრაობა" კახეთის ორგანიზაციის ნაწილმაც დატოვა
“ნაციონალური მოძრაობა" კახეთში 15- მდე წევრმა დატოვა, მათ შორის არიან საკრებულოს მოქმედი დეპუტატები.
დეპუტატები მანდატების დათმობას არ აპირებენ და საკრებულოში საქმიანობას დამოუკიდებელი სტატუსით გააგრძელებენ.
ენმ-ის აწ უკვე ყოფილმა წევრმა, ნონა ნინიაშვილმა განცხადება ფეისბუქით გაავრცელა.
"...დიახ, ვტოვებთ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ნატო უსენაშვილი და ნონა ნინიაშვილი, რადგან ის აღარაა ვარდების რევოლუციის იდეის მატარებელი. პარტია გაივსო მედროვეებით და პირადი ბიზნესების დალაგებით ორიენტირებული ხალხით.
ვიქნებით იქ, სადაც სიმართლეა, სადაც იდეებია, სადაც საქართველოს უკეთესი მომავლისათვის ბრძოლაა. P.S. მანდატების დატოვება არც ახსენოთ. ზოგიერთი ისე მოხვდა საკრებულოში სახლიდან გარეთ არ გამოსულა, ოჯახის წევრებსაც არ მიუციათ ხმები." წერს ნატო უსენაშვილი სიღნაღის რაიონული ორგანიზაციის ყოფილი წევრი