კობახიძის სიტყვას ფასი არ აქვს - თეონა აქუბარდია

07.12.23 15:22
კობახიძის სიტყვას ფასი არ აქვს - თეონა აქუბარდია

"ოცნების" შეტევა პრეზიდენტზე - ირაკლი კობახიძის განცხადებებს არჩევნების წაგების შიშით ხსნის  დეპუტატი თეონა აქუბარდია. 

ოპოზიციონერი მმართველი პარტიის თავმჯდომარეს წარსულს ახსენებს და ამბობს, რომ ირაკლი კობახიძის სიტყვას ფასი არ აქვს: 

"ირაკლი კობახიძის სიტყვას ფასი რომ არ აქვს, ეს ერთის მხრივ მისი ბანერებზე გაკვრით გამოჩნდა - "პრინციპული არჩევანით" სალომე ზურაბიშვილზე საწყის ეტაპზე და შემდგომ იმპიჩმენტის პროცედურაზე. 

ასე რომ, აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, რას იტყვის ირაკლი კობახიძე. ისინი ცდილობენ, რამდენიმე წერტილოვანი დარტყმა მიაყენონ სზვადასხვა პოლიტიკურ ფიგურებს. ეს ხდება ძალაუფლების შესანარჩუნებლად. იციან, რომ აგებენ და ამ მარცხის, წაგების გარდაუალობით არის მთელი ეს დარტყმები როიმელსაც ირაკლი კობახიძე ახირციელებს სალომე ზურაბიშვილის, გახარიას თუ სხვა პოლიტიკოსების წინააღმდეგ"- აცხაებს აქუბარდია. 

სალომე ზურაბიშვილი აგვისტოში გადადგება და ოპოზიციის კამპანიის ლიდერი გახდება - ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ზურაბიშვილი გახარია გზას გაივლის და მასაც "გადააყენებენ". 

ამასთან, "ოცნების" ლიდერი აანონსებს, რომ  პრეზიდენტი არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადების კამპანიაში ჩაერთვება, იტყვის რომ არჩევნები გაყალბდა და შედეგებს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.

 

მსგავსი სიახლეები