გახარიას ე.წ. შავი სია - ექსპრემიერის გუნდში კორუფციასთან ეფექტური ბრძოლის აუცილებლობაზე საუბრობენ

07.12.23 15:59
გახარიას ე.წ. შავი სია - ექსპრემიერის გუნდში კორუფციასთან ეფექტური ბრძოლის აუცილებლობაზე საუბრობენ

პრივილეგირებული ოჯახები და კორუფცია - გახარიას ე.წ. შავ სიაზე ექსპრემიერის თანაგუნდელები საუბრობენ. მიხეილ დაუშვილი "პირველებთან" ისევ იმეორებს, რომ გაზრდილი ეკონომიკა  20-25 ოჯახზე აისახება. 

რაც არ უნდა ეკონომიკური ზრდა ჰქონდეს ქვეყანას, ეს ეკონომიკური ზრდა მოხმარდება რა ჩვენს მოქალაქეებს და მათიო სოციალური მდგომარეობის გამოსწორებას, არამედ მოხმარდება რამდენიმე ერთეულს, 20-25 ოჯახის პირად კეთილდღეობას. ამიტომ ჩვენი მიზანი არის, რომ ამაზე მეტი ვისაუბროთ და ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ როგორც მინიმუმ რაღაც ნაბიჯები გადაიდგას კორუფციასთან ეფექტური ბრძოლის კუთხით", - განაცხადა დაუშვილმა.

გახარიას გუნდში ამტკიცებენ, რომ ხელისუფლება და მასთან დაახლოებულმა პირები დიდ ფულს ხალხის ხარჯზე შოულობს. პოლიტიკური კარტები ექს-პრემიერის გუნდმა დღეს გახსნა.  

მსგავსი სიახლეები