"ოცნებას" საარჩევნო გეგმები ჩამოეშალა, ისინი პრეზიდენტს აღიქვამენ როგორც საფრთხეს - გოცირიძე

07.12.23 15:32
"ოცნებას" საარჩევნო გეგმები ჩამოეშალა, ისინი პრეზიდენტს აღიქვამენ როგორც საფრთხეს - გოცირიძე

"ქართულ ოცნებას" საარჩევნო გეგმები ეშლება - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ირაკლი კობახიძის საპასუხოდ განაცხადა. 

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, სახელისუფლებო ძალას "პრეზიდენტის განეიტრალება სურს". 

"ისინი სალომე ზურაბიშვილს აღიქვამენ როგორც საფრთხეს. იმდენი ხმა უნდა ავიღოთ, რომ ამ გაყალბებულ ხმებსაც გადაფარავდეს. ეს არის სამწუხაროდ არჩევნების მოგების გზა"- ამბობს გოცირიძე. 

სალომე ზურაბიშვილი აგვისტოში გადადგება და ოპოზიციის კამპანიის ლიდერი გახდება - ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ზურაბიშვილი გახარია გზას გაივლის და მასაც "გადააყენებენ". 

ამასთან, "ოცნების" ლიდერი აანონსებს, რომ  პრეზიდენტი არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადების კამპანიაში ჩაერთვება, იტყვის რომ არჩევნები გაყალბდა და შედეგებს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.

მსგავსი სიახლეები