"როგორც ჩანს, გახარიამ იმაზე მეტი იცის, ვიდრე ეს ოცნებას" უნდა - აქუბარდია

07.12.23 16:08
"როგორც ჩანს, გახარიამ იმაზე მეტი იცის, ვიდრე ეს  ოცნებას" უნდა - აქუბარდია

 "როგორც ჩანს, ყოფილმა პრემიერმა იმაზე მეტი იცის, ვიდრე ეს "ქართულ ოცნებას" უნდა და იმაზე მეტ საფრთხეს ხედავს მასში, ვიდრე ეს ზედაპირზე ჩანს" - ასეთია დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეფასება, რომელიც გახარიას მიერ პრივილეგირებული ოჯახებისა და კორუფციის შესახებ "შავი სია" გამოაქვეყნა. 

უზომოდ გაუმაძღარი კონკრეტული ჯგუფი, რომელიც პირდაპირ წურბელასავით აზის ქვეყანას და წოვს სისხლს. "ქართულ ოცნებას" საკმაოდ ეშინია გიორგი გახარიასი, მისი ყოფილი თანაგუნდელი. როგორც ჩანს, მან იმაზე მეტი იცის, ვიდრე ეს "ქართულ ოცნებას" უნდა და იმაზე მეტ საფრთხეს ხედავს მასში, ვიდრე ეს ზედაპირზე ჩანს", - განაცხადა აქუბარდიამ.

გახარიას გუნდში ამტკიცებენ, რომ ხელისუფლება და მასთან დაახლოებულმა პირები დიდ ფულს ხალხის ხარჯზე შოულობს. პოლიტიკური კარტები ექს-პრემიერის გუნდმა დღეს გახსნა.   

მსგავსი სიახლეები