"პოლიტიკური ქულების შეუმდგარი, ხელმოცარული მცდელობა" - "ოცნება" გახარიასგან მტკიცებულებებს ითხოვს

07.12.23 15:52
"პოლიტიკური ქულების შეუმდგარი, ხელმოცარული მცდელობა" - "ოცნება"  გახარიასგან მტკიცებულებებს ითხოვს

"ქართული ოცნება" გიორგი გახარიასგან მტკიცებულებებს ითხოვს - სახელისუფლებო პარტიაში ფიქრობენ, რომ გახარიაა საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო და პოლიტიკური ქულების დაწერით არის დაკავებული.

კობახიძის გუნდში ამბობენ, რომ თუ ხელისუფლებაში კორუფციული გარიგებები აქამდეც არსებობდა, მაშინ რატომ დუმდა იმავე ხელისუფლები პრემიერ-მინისტრი თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში. 

თუ კი ვინმე თვლის, რომ ვინმე უკანონოდ მდიდრდება საქართველოში, ეს ნიშნავს, რომ ვიღაც უკანონოდ იღებს დამატებით შემოსავლებს, ანუ ხდება კრიმინალი. მაშინ, ეს ყველაფერი დოკუმენტურად გამყარებული, საკუთარი პრეტენზიებით მიმართონ შესაბამის ორგანოებს. თუ კი ასეთი ინფორმაცია არ აქვთ და იმიტომაც ჭორაობენ, ეს ყველაფერი არის პოლიტიკური ქულების კიდევ ერთი შეუმდგარი და ხელმოცარული მცდელობა", - განაცხადა მათიკაშვილმა.

გახარიას გუნდში ამტკიცებენ, რომ ხელისუფლება და მასთან დაახლოებულმა პირები დიდ ფულს ხალხის ხარჯზე შოულობს. პოლიტიკური კარტები ექს-პრემიერის გუნდმა დღეს გახსნა. 

მსგავსი სიახლეები