შეიძლება, ღარიბაშვილი არ მოსწონდეს, მაგრამ პრეზიდენტი ოპოზიციაში წამსვლელი არ არის - რაქვიაშვილი

07.12.23 15:43
შეიძლება, ღარიბაშვილი არ მოსწონდეს, მაგრამ პრეზიდენტი ოპოზიციაში წამსვლელი არ არის - რაქვიაშვილი

"გირჩის" წევრი სანდრო რაქვიაშვილი წინასაარჩევნოდ სალომე ზურაბიშვილის ოპოზიციაში გადასვლას არარეალურს უწოდებს. დეპუტატის თქმით, პრეზიდენტი შესაძლოა, ირაკლი ღარიბაშვილს ვერ იტანდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში "ქართული ოცნების" წინააღმდეგ არასდროს გადაუდგამს ნაბიჯი. 

შეუძლებელია, წარმოუდგენელია, რატომ უნდა მოუნდეს სალომე ზურაბიშვილს, არჩევნებამდე ორი თვით ადრე გადადგეს და რომელიმე პარტიაში შევიდეს?! ამის ახსნა რთულია. 

კობახიძე რაღაც შეთქმულებებს აწყობს, მაგრამ რამე კვალი აქვს ამას, რამე ჩანს, რომ სალომე ზურაბიშვილი ამაზე წამსვლელია? ერთი ნაბიჯი გადადგა, რითაც მართლა დააზიანა "ქართული ოცნება"? შეიძლება, რაღაც დაპირისპირება ჰქონდეთ, არ მოსწონდეს ღარიბაშვილი, ამას დავიჯერებ, მაგრამ ზოგადად  თუ "ქართულ ოცნებას" შევხედავთ, პრეზიდენტი "ოცნებაში"არ არის ამიტომ არ მჯერა რომ პრეზიდენტის ოპოზიციაში გადასვლა რეალისტური იყოს" - აცხადებს რაქვიაშვილი. 

სალომე ზურაბიშვილი აგვისტოში გადადგება და ოპოზიციის კამპანიის ლიდერი გახდება - ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ზურაბიშვილი გახარია გზას გაივლის და მასაც "გადააყენებენ". 

ამასთან, "ოცნების" ლიდერი აანონსებს, რომ  პრეზიდენტი არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადების კამპანიაში ჩაერთვება, იტყვის რომ არჩევნები გაყალბდა და შედეგებს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.

 

მსგავსი სიახლეები