კასპის საკრებულოს ერთ-ერთი დეპუტატი ენმ-დან წასვლას არ ადასტურებს
"აკაკი ბერიანიძეს მაგივრად ნუ იღებთ გადაწყვეტილებებს მეგობრებო!" - ამ განცხადებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კასპის ორგანიზაციის წევრი აკაკი ბერიანიძე ავრცელებს.
კასპში ენმ პარტიის წევრების ნაწილმა დატოვა. მათ შორის არის საკრებულოს 6 დეპუტატი, თუმცა ერთ-ერთმა დეპუტატმა, მოგვიანებით სოციალურ ქსელში უარყო მისი პარტიიდან წამოსვლა.
აკაკი ბერიანიძეს მაგივრად ნუ იღებთ გადაწყვეტილებებს მეგობრებო !
ენმ, არც ხაბეიშვილისაა და არც მელიასი,
აკაკი ბერიანიძე რჩება ენმ ში..
ენმ არის იდეა და საქმე ...მიხეილ სააკაშვილი
გასაკეთებელი კი მარტო ბევრი კი არა, ყველაფერი ახლიდანაა ასაშენებელი
და ყველანი პირად წყენაზე მაღლა უნდა დავდგეთ...
პატივისცემით
აკაკი ბერიანიძე" - წერს ის.