ჟენევის მოლაპარაკებების 59-ე რაუნდი დროებით ოკუპირებული რეგიონებისა და რუსეთის წარმომადგენლებმა დასრულებამდე დატოვეს
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 59-ე რაუნდის შეხვედრა დროებით ოკუპირებული რეგიონებისა და რუსეთის წარმომადგენლებმა დასრულებამდე დატოვეს, რის გამოც მხარეებმა გარკვეული საკითხების განხილვა ვერ მოახერხეს. ინფორმაცია ჟენევაში აშშ-ის მისია ავრცელებს.
აშშ წუხს რომ, რუსეთისა და დე ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლების მიერ შეხვედრის დატოვების გამო, ვერ მოხერხდა იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა, წყლისა და გაზის პრობლემების ბოლომდე განხილვა", - წერია განცხადებაში, რომელიც შეხვედრის დასრულების შემდეგ გავრცელდა.