ცისკარიშვილი და ხაჯიშვილი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში, კონფერენციაში ,,თავისუფლება და უსაფრთხოება" იღებენ მონაწილეობას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი და პარლამენტის დეპუტატი დავით ხაჯიშვილი ოფიციალური ვიზიტით და მიწვევით უკრაინაში, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო კონფერენციაში ,,თავისუფლება და უსაფრთხოება" იღებენ მონაწილეობას“.
კონფერენცია 7-8 დეკემბერს კიევში იმართება, რომლის ორგანიზატორები უკრაინის პრეზიდენტის ოფისი, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, უკრაინის სახალხო დამცველის ოფისია.
„დღეს ვიმყოფებით კიევში. ჩვენმა მეგობრებმა ,ჩვენმა კოლეგებმა ,მიგვიწვიეს საერთაშორისო კონფერენციაზე,რომელიც მიძღვნილია ადამიანის უფლებების დაცვას.კონფერენციას ეწოდება „თავისუფლებისა და უსაფრთხოების“ კონფერენცია. შესაბამისად, განხილულია ბევრი ის საკითხი ამ მიმართულებით, მთავარი არის უკრაინელების მიმართ დარღვეული უფლებები და მათ შორის ყველაზე მთავარი ბავშვები. ოცი ათასზე მეტი ბავშვი არის გატაცებული რუსეთის ფედერაციის მიერ.მიდის მათი რუსეთიფიკაცია ყოველდღიურად მათ შორის არის რა თქმა უნდა სი უკრაინელი ჯარისკაცების უფლებები ვინც ჩავარდა რუსეთის ტყვეობაში მათი უფლებების დაცვა თუ როგორ ეპყრობა რუსეთი უკრაინელ ტყვეებს.
ხვალ გაგრძელდება აღნიშნული კონფერენცია და ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანების გამოსვლა სხვადასხვა პანელებზე, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან,რომლებიც მონაწილეობენ ამ კონფერენციაზე ,რა თქმა უნდა დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, როგორც პარტია და როგორც დემოკრატიული ოპოზიცია.“ - განაცხადა დავით ხაჯიშვილმა.