9 დეკემბრის მარშს "ოცნება" ბოიკოტს უცხადებს - ხელისუფლებამ ხალხსა და მთავრობას შორის ისევ კედელი აღმართა

07.12.23 20:13
9 დეკემბრის მარშს "ოცნება" ბოიკოტს უცხადებს - ხელისუფლებამ ხალხსა და მთავრობას შორის ისევ კედელი აღმართა

 

9 დეკემბრის მარშს "ოცნება" ბოიკოტს უცხადებს. ხელისუფლების არც ერთი მაღალჩინოსანი არ იდგება ქართველი ხალხის გვერდით. არადა ეს არის  შანსი "ქართული ოცნებისთვის" მთელი ევროპისთვის ეჩვენებინა, რომ ხალხი და მთავრობა ევროპულ არჩევანში ერთიანია. ერთადერთი ვინც ხელისუფლებიდან მასშტაბურ მსვლელობაში მიიღებს მონაწილეობას საქართველოს პრეზიდენტია. სალომე ზურაბიშვილის გვერდით დგომა კი "ოცნებისთვის" მიუღებელია, მაშინაც კი, როდესაც საქმე ქვეყნის მომავალს ეხება. 

ამიტომ ისევ თავდასხმის პოლიტიკა აირჩიეს. საჯაროდ შეურაცხყოფას აყენებდნენ პრეზიდენტს და ცდილობდნენ მაქსიმალურად დაეკნინებინათ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული მარში. პოლიტიკური ჭირისუფლები და ხელოვნური კეკლუცობა - ეს შეფასებები ისმოდა დღეს მმართველი გუნდისგან.  და მაინც, 9 დეკემბერს ათასობით ჩვენი თანამოქალაქე ერთი მიზნით შეიკრიბება, ხმა გააგონოს ევროკავშირს, რომ ჩვენი არჩევანი ევროპაა.

დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები