"ის მიზერი პენსია არაფერშია საკმარისი, ამიტომ 1 000 ლარამდე უნდა გავზარდოთ" - მამუკა ხაზარაძე პენსიონრებს შეხვდა

07.12.23 19:04
"ის მიზერი პენსია არაფერშია საკმარისი, ამიტომ 1 000 ლარამდე უნდა გავზარდოთ" - მამუკა ხაზარაძე პენსიონრებს შეხვდა

როგორ გეგმავს "ლელო" ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პენსია ათას ლარამდე გაზარდოს. ინიციატივის ყველა დეტალს პარტიის ლიდერები პენსიონრებს პირადად აცნობენ.

მამუკა ხაზარაძე დღეს მათ შეხვდა და უთხრა, რომ საპენსიო რეფორმის გასატარებლად აუცილებელია წინასაწარ კარგად გაწერილი გეგმა და პოლიტიკური ნება.

"ის მიზერი პენსია, რომელსაც სახელმწიფო მათ უხდის, აბსოლუტურად არაფერში არ არის საკმარისი, ამიტომ ჩვენი ხედვა არის, რომ ამ ადამიანებს პენსია გავუზარდოთ 1 000 ლარამდე. ასევე, ძალიან სერიოზული საკითხია ვეტერანების პენსია, რომელიც აუცილებლად უნდა გავზარდოთ. კითხვა, რომელიც ისმის და დარწმუნებულივარ ოპონენტები ამ კითხვას დასვამენ: როგორ არის ეს შესაძლებელი? გპასუხობთ, რომ უკვე დღევანდელ ბიუჯეტში შესაძლებელია 2 მილიარდი ლარის მობილიზაცია და მომავალი 4 წლის განმავლობაში შესაძლებელია ქვეყნის ბიუჯეტის გაზრდა, რადიკალურად გაზრდა და გაორმაგების მიღწევა ქვეყნის ბიუჯეტის, სერიოზული ინვესტიციების შემოტანა, ყველა დიდი მეგაპროექტის დაწყება და 1 000 ლარამდე პენსიონერების ანაზღაურების აყვანა", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.  

იმ ფონზე, როდესაც, ადამიანებს ცხოვრება ყოველ დღე უძვირდებათ პენსიის რაოდენობა მოქალაქეებს სიცოცხლისთვის აუცილებელ საჭიროებებზეც კი არ ყოფნით. ყოველ თვე ისინი მძიმე არჩევანის წინაშე დგანან. იყიდონ საკვები, გადაიხადონ გადასახადები თუ იყიდონ მედიკ 

მსგავსი სიახლეები