"ოცნება" არჩევნების გასაყალბებლად ემზადება - რა წამოსცდა კობახიძეს და რატომ ეშინია მმართველ გუნდს პრეზიდენტის
"ოცნება" არჩევნების გასაყალბებლად ემზადება. ირაკლი კობახიძემ აღიარებითი ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ მისცა და პრაქტიკულად თქვა, რომ ყველაფრის ფასად "ოცნება" 2024-ში ძალაუფლებას შეინარჩუნებს. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ უკვე იცის, რომ არჩევნები გაყალბდება და აანონსებს, რომ გაყალბების წინააღმდეგ კამპანიას სათავეში სალომე ზურაბიშვილი ჩაუდგება.
წამოსცდა თუ თქვა მიზანმიმართულად თქვა, არავინ იცის. "ოცნებაში" ზურაბიშვილის პოლიტიკური გააქტიურებით იმდენად შეშინებულები და დაბნეულები არიან, რომ ეს მათ განცხადებებშიც იკითხება. ყოველ დღე პრეზიდენტს ლანძღავენ და მის დისკრედიტაციას ცდილობენ. დღეს ამ კამპანიას ახალი გზავნილი დაუმატეს. სალომე ზურაბიშვილს "ოცნება" გახარიას გზაზე სიარულს უწინასწარმეტყველებს.
პრეზიდენტი კი ისევ აგრძელებს ევროპის მხარდამჭერ კამპანიას. ამ წუთებშიც, ათონელის რეზიდენციაში მიღებაა. სალომე ზურაბიშვილი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს ხვდება.
დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.