რატომ არ დაჰყავთ მინისტრებს შვილები საჯარო სკოლებში - მთავრობის ბოიკოტი საკუთარ განათლების სისტემას

07.12.23 20:31
რატომ არ დაჰყავთ მინისტრებს შვილები საჯარო სკოლებში - მთავრობის ბოიკოტი საკუთარ განათლების სისტემას

 

რატომ არ დაჰყავთ მინისტრებს შვილები საჯარო სკოლებში. მთავრობა საკუთარ განათლების სისტემას ბოიკოტს უცხადებს. მათ შორის  განათლების მინისტრიც. ირკვევა, რომ გიორგი ამილახვარის შვილი კერძო სკოლაში სწავლობს. საჯარო სკოლებს არ ენდობიან თეა წულუკიანი, ირაკლი კობახიძე, ჯუანშერ ბურჭულაძე და რა თქმა უნდა, მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი. ხელისუფლების უმაღლესი მაღლჩონოსნები ათეულობით ათასს ხარჯავენ რომ შვილებს  ხარისხიანი განათლება მისცენ. 

მინისტრები საშულოდ 10-იდან 20 ათასამდე იხდიან შვილების სწავლაში, თუმცა რეკორდსმენი პრემიერ-მინისტრია, რომელსაც შვილების განათლება ყოველწლიურად 60 ათასი უჯდება. ანუ გამოდის, რომ მთავრობა უარს ამბობს მისივე აწყობილ სისტემაზე, რადგან ყველაზე კარგად იცის, რა მდგომრეობაა დღეს საჯარო სკოლებში. ამას გუშინ გასაჯაროვებული კვლევაც ადასტურებს, რომელსაც გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი შეეწირა.

დეტალები ნახეთ, ანა მდივანის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები