გახარია ღარიბაშვილის წინააღმდეგ - ყოფილი პრემიერის მხილება კონკრეტული სახელებითა და გვარებით

07.12.23 20:30
გახარია ღარიბაშვილის წინააღმდეგ - ყოფილი პრემიერის მხილება კონკრეტული სახელებითა და გვარებით

 

 

გახარია ღარიბაშვილის წინააღმდეგ. ყოფილი პრემიერი მოქმედს ხალხის ძარცვაში ამხელს. გახარიამ და მისმა გუნდმა კარტების გახსნა დაიწყეს. დაანონსებული მხილების შემდეგ  დღეს უკვე კონკრეტული სახელებით  და გვარებით დაასახელეს ის მაღალჩინოსნები, რომლებიც მათი მტკიცებით ბიუჯეტის ფულს იტაცებენ. სავარაუდო კორუფციაში  ღარიბაშვილის გარდა მხილებულები არიან კალაძე, კობახიძე, აირზენას შეფი გაიაშვილი და სანქცირებული მოსამართლე მურუსიძე.

გახარიას თანაგუნდელები კონკრეტულ ფაქტებზე ალაპარაკდნენ, რამაც  ოცნება წყობიდან გამოიყვანა. არავინ იცის ვინ იქნება შემდეგი, ამიტომ ნერვების ომი დაწყებულია. კობახიძე- ღარიბაშვილის გუნდში ყველა ხვდება, რომ ექს პრემიერმა სპეცოპერაცია "ოცნების" წინააღმდეგ ტყუილად არ წამოიწყო და მთავარი ნაღმები ჯერ კიდევ  წინ არის. ქართულ-ჯიგრული  პონტიდან დიდ მხილებამდე. როდის ტყუოდა გახარია?  მმართველი პარტია მისგან  მტკიცებულებებს ითხოვს.

დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები