8 მილიონ 400 ათასი - თბილისის სკოლების დაუსრულებელი რეაბილიტაცია სახელმწიფოს სულ უფრო ძვირი უჯდება
გიორგი ამილახვარის მინისტრობის პირობებში განათლების სამინისტროს ირგვლივ სკანდალები არ სრულდება. იმის გამო, რომ დროულად ვერ დაასრულეს სკოლების შენობების რემონტი, მოსწავლეების ტრანსპორტირებისთვის ახლა დამატებით რვა მილიონს ითხოვენ. ანუ ბავშვებმა რომ სხვა სკოლებში იარონ, ამისთვის წინა წელთან შედარებით ორჯერ მეტი თანხა დაიხარჯება. რომ არა სამინისტროს არასწორი პოლიტიკა და პასუხისმგებელი პირების გულგრილობა, მოზარდებისთვის განკუთვნილი მილიონები მათ საჭიროებებზე გაცილებით ეფექტურად დაიხარჯებოდა.
დეტალები ნახეთ, გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.