ძალიან საშიშია მედიაში შეჭრის მცდელობა - ISFED-ის დირექტორი

12.03.21 15:10
ძალიან საშიშია მედიაში შეჭრის მცდელობა  - ISFED-ის დირექტორი

„სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორი, ნინო დოლიძე, აცხადებს, რომ მედიაზე ზეწოლა საშიში ტენდენციაა. ამის შესახებ მან კრისტიან დენიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა. დოლიძის თქმით, არასამთავრობოებსა და დენიელსონთან შეხვედრის  ერთ-ერთი თემა სწორედ ტვ პირველზე ზეწოლა იქნება. 

ძალიან საშიშია მედიაში შეჭრის მცდელობა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე თავადასხმა, ჩვენ გუშინდელი სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვნახეთ, რომ უფრო მეტად აინტერესებდათ მოწმის ვინაობა, ვიდრე შინაარსი. ამასთან დაკავშირებით ვთქვით, რომ დაცულია ჟურნალისტი სიტყვისა და თვაისუფლების კანონით, რომ არ გაამჟღავნოს ვინაობა მოწმის, ჩვენი ხედვა არის ცალსახა, რომ არ უნდა მოხდეს მედიაზე ზეწოლა - ამბობს დოლიძე. 

 საქართველოში ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება.

მსგავსი სიახლეები