ყველა ის პროცესი, რომელიც იქნება უკრაინის საწინააღმდეგოდ, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედებს ჩვენს ევროპულ პერსპექტივებზე - ფავლენიშვილი
„უკრაინის გმირულმა წინააღმდეგობამ მოგვცა შანსი ჩვენც და მოლდოვასაც და ყველა ის პროცესი, რომელიც იქნება უკრაინის საწინააღმდეგოდ, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედებს ჩვენს ევროპულ პერსპექტივებზე," - ეს განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილმა გააკეთა. ფავლენიშვილი ვიქტორ ორბანის განცხადებას გამოეხმაურა.
ჩვენ კარგად უნდა აღვიქვათ, რომ კონტექსტიდან ამოვარდნილად საქართველოს ხსენება არასდროს არ ყოფილა ევროპულ ასპარეზეე, არც უკრაინის, არც მოლდოვის. ეს არის ერთი გეოპოლტიკური პაკეტის ქვეყნები, თუ შეიძლება ასე ითქვას და უკრაინაში შეჭრამ, უკრაინის გმირულმა წინააღმდეგობამ მოგვცა შანსი ჩვენც და მოლდოვასაც და ყველა ის პროცესი, რომელიც იქნება უკრაინის საწინააღმდეგოდ, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედებს ჩვენს ევროპულ პერსპექტივებზე,“ - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.