გახარიას სკანდალური ინტერვიუ - ყოფილი პრემიერის გუნდის პირველი კომენტარი

08.12.23 13:00
გახარიას სკანდალური ინტერვიუ - ყოფილი პრემიერის გუნდის პირველი კომენტარი

გიორგი გახარიას სკანდალური ინტერვიუ - პოლიტიკოსები ყოფილი პრემიერისგან ახნა-განმარტებებს ელოდებიან, თუმცა გახარიას გუნდი წარსულზე საუბრის დასრულებას ითხოვს.

ბექა ლილუაშვილის თქმით, 20 ივნისთან დაკავშირებით გახარიამ კი არა სტრასბურგის სასამართლომაც მკაფიოდ გასცა პასუხები.

აქცენტები გადავიტანოთ მომავალზე და ვისაუბროთ მომავალზე, იმიტომ, რომ 20 ივნისთან დაკავშირებით გახარიამ კი არა სტრასბურგის სასამართლომაც ძალიან მკაფიოდ გასცა პასუხები, როდესაც მელიას საკითხთან დაკავშირებით დასკვნა გამოსცეს, სადაც დეტალურად არის აღწერილი ვის რა პასუხისმგებლობები მიუძღვის",- განაცხადა ლილუაშვილმა.

20 ივნისის ღონისძიებაზე პასუხისმგებელი ვარ მე! - ამ სიტყვებით ცდილობს გიორგი გახარია გავრილოვის სისხსლიანი ღამის ამბების გამართლებას. ყოფილი პრემიერ-მინისტრი, საკუთარ იუთუბ არხზე გავრცელებულ უახლეს ინტერვიუში ამბობს, რომ თუ ქუჩაში გასული ხალხი პარლამენტში შევიდოდა, მაშინ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლებოდა. სახალხო პროტესტს რუსი დეპუტატის წინააღმდეგ გახარიამ ძალადობრივი შტურმი უწოდა. ყოფილი პემიერი ყველაფერს საკუთარ თავზე იღებს, თუმცა ამ დრომდე არ ამბობს, ვინ გასცა ხალხის დარბევის ბრძანება და თუ ამ საქმის უკან ვინმე სხვაც დგას, მაშინ გამოდის, რომ გახარია დანაშაულის თანამონაწილეა.

მსგავსი სიახლეები