ბრძანება ვინ გასცა ამას არ ვიტყვი, ეს შეიძლება უფრო უარესს ნიშნავდეს - გოცირიძე გახარიას ინტერვიუზე
ბრძანება ვინ გასცა ამას არ ვიტყვი, ეს შეიძლება უფრო უარესს ნიშნავდეს - ასე ეხმაურება "ევროოპტიმისტების" ლიდერი რომან გოცირიძე გიორგი გახარიას სკანდალურ ინტერვიუს.
გოცირიძის თქმით, ეს დამალვები შეიძლება ნიშნავდეს, რომ ივანიშვილის ქვეშევრდომებმა იცოდნენ და ახლაც იციან, რა უნდა გააკეთონ, რომ უტყვი ბრძანება შესრულდეს.
რაღაცა დამალვები, პასუხისმგებელი მე ვარ, მაგრამ ბრძანება ვინ გასცა ამას არ ვიტყვი, რატომ არ იტყვი? ეს შეიძლება სამწუხაროდ ნიშნავდეს კიდევ უფრო უარესს, რომ ბრძანება კი არ გაუცია ბიძინა ივანიშვილს, არამედ მისმმა ქვეშევრდომებმა იცოდნენ და ახლაც იციან, რა უნდა გააკეთოს, ანუ პოტენციური უტყვი ბრძანება შეასრულა შინაგან სამქმეთა სამინისტრომ და მთავრობამ",- ამბობს გოცირიძე.
20 ივნისის ღონისძიებაზე პასუხისმგებელი ვარ მე! - ამ სიტყვებით ცდილობს გიორგი გახარია გავრილოვის სისხსლიანი ღამის ამბების გამართლებას. ყოფილი პრემიერ-მინისტრი, საკუთარ იუთუბ არხზე გავრცელებულ უახლეს ინტერვიუში ამბობს, რომ თუ ქუჩაში გასული ხალხი პარლამენტში შევიდოდა, მაშინ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლებოდა. სახალხო პროტესტს რუსი დეპუტატის წინააღმდეგ გახარიამ ძალადობრივი შტურმი უწოდა. ყოფილი პემიერი ყველაფერს საკუთარ თავზე იღებს, თუმცა ამ დრომდე არ ამბობს, ვინ გასცა ხალხის დარბევის ბრძანება და თუ ამ საქმის უკან ვინმე სხვაც დგას, მაშინ გამოდის, რომ გახარია დანაშაულის თანამონაწილეა.