მოვუწოდებთ ყველა ჩვენს მხარდამჭერს მივიღოთ მონაწილეობა მარშში - ბეჟაშვილი

08.12.23 13:22
მოვუწოდებთ ყველა ჩვენს მხარდამჭერს მივიღოთ მონაწილეობა მარშში - ბეჟაშვილი

"ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ჩვენს მხარდამჭერს, რიგით წევრებს, რომ მივიღოთ ამ ღონისძიებაში, რათა ვაჩვენოთ ევროპელ პარტნიორებს საქართველოს საზოგადოების დამოკიდებულება იმ ღირებულებასთან, რასაც ჰქვია ევროპული ღირებულება და კანდიდატის სტატუსის მიღების აუცილებლობა", - ამ განცხადებას "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი აკეთებს.

ბეჟაშვილი ენმ-ის მხარდამჭერებს ევროპულ მარშზე შეერთებისკენ მოუწოდებს. როგორც დეპუტატი ამბობს, დასავლეთმა უნდა დაინახოს, რომ საზოგადოება ევროპული მომავლის ერთგულია და ერთადერთი, ვინც ამას ეწინააღმდეგება მმართველი გუნდია.

საზოგადოებასთან ერთად ჩვენ პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა ვაჩვენოთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და ჩვენს საზოგადოებას, რომ ერთადერთი სუბიექტი, რომელიც წინააღმდეგი იყო ქვეყნის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების იყო „ქართული ოცნება“ - იგივე რუსული ოცნება, მთელი თავისი პოლიტიკური განცხადებებით, რომელიც უკავშირდებოდა კანდიდატის სტატუსს, ჩვენი ევროპელი პარტნიორების დამოკიდებულებას საქართველოსთან,“ - ამბობს ბეჟაშვილი.

მსგავსი სიახლეები