ამ მარშის მიზანია, რომ ჯანსაღი ცხოვრებით იცხოვრონ ზურაბიშვილმა და ზოგიერთმა არასამთავრობო სექტორმა - მაჭარაშვილი
შენი ხმა ევროკავშირს - მარშს, რომელიც რესპუბლიკის მოედნიდან ხვალ 14 საათზე დაიწყება და ევროპის მოედნისკენ მსვლელობით გადაინავცლებს, საპარლამენტო უმრავლესობა ცინიკურად აფასებს.
შეკრებას, რომლის მიზანიც ევროკავშირისთვის ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის დაფიქსირება წარმოადგენს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი "სირბილად" მოიხსენიებს.
ამ მარშის მიზანი არის, რომ ჯანსაღი ცხოვრებით იცხოვრონ ზურაბიშვილმა და ზოგიერთმა არასამთავრობო სექტორმა. თუ ნაწილი ოპოზიციიდან შეუერთდება, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმ შინაარსით, რომ ჯანსაღი ცხოვრებით ირბენენ, ირბინონ, მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკური ვარჯიში იქნება ეს, მეტი დატვირთვა ამ პროცესს ვერ ექნება,“ - ამბობს მაჭარაშვილი.