"მწვანე შუქი აუნთო მოძალადეებს" - თსუ-ში ნაცემი სტუდენტი ომბუდსმენს უნდობლობას უცხადებს

08.12.23 13:36
"მწვანე შუქი აუნთო მოძალადეებს" - თსუ-ში ნაცემი სტუდენტი ომბუდსმენს უნდობლობას უცხადებს

ახალგაზრდა, რომელიც ირაკლი კობახიძის ლექციის შემდეგ უნივერსიტეტის კიბეებიდან დააგორეს და სცემეს, სახალხო დამცველს არაობიექტურობაში ამხელს. 

ლუკა შველიძის საქმეზე, ლევან იოსელიანმა გამოძიების დასაწყებად საკმარისი მტკიცებულებები ვერ მონახა - ასეთი პასუხი მიიღო სტუდენტმა, რომელიც ძალადობის შემდეგ ყველა საგამოძებო უწყებასთან თანამშრომლობდა და მისთვის ბოლო იმედი ომბუდსმენი იყო. 

შველიძეს პრეტენზია სამართალდამცველებთანაც ჰქონდა, რადგან ახალგაზრდის დაშინება საავადმყოფოში კრიმინალური პოლიციის თანამშრომელმა სცადა.

მწვანე შუქი აუნთო მოძალადეებს, უნდობლობას ვუცხადებ ამჟამად უკვე სახალხო დამცველსაც. აქამდე ვუცხადებდი უნდობლობას სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, პოლიციას, იქიდან გამომდინარე, რომ საქმეზე მე მაქვს დაზარალებულის სტატუსი, მაგრამ დღემდე გამოკითხულები არ არიან მოძალადეები, დღემდე ამოუცნობები არიან მოძალადეები, რომლებიც ხალხმაც და ტელევიზიებმაც ამოიცნეს, ესენი არიან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ფრთაში. ეს ყველაფერი არის სირაქლემას პოზიციაში ყოფნა და გამართლება იმის, რომ შეუძლია ნებისმიერ ქართული ოცნების წარმომადგენელს შეურაცხყოფა მიაყენოს, იძალადოს სტუდენტებზე და ამ ყველაფერზე პასუხი არ მოეთხოვება,“ - ამბობს ლუკა შველიძე.

მსგავსი სიახლეები