20 ივნისზე თუ რამე მეტი იცის, თქვას - თალაკვაძე გახარიას სკანდალურ ინტერვიუზე

08.12.23 15:02
20 ივნისზე თუ რამე მეტი იცის, თქვას - თალაკვაძე გახარიას სკანდალურ ინტერვიუზე

"ქართული ოცნება" გიორგი გახარიას საუბარს ურჩევს. თუ რამე გაქვს 20 ივნისზე სათქმელი, თავად გაასაჯაროვე - უთვლიან ექს პრემიერს ყოფილი თანამებრძოლები.

კობახიძის გუნდი დილიდან კითხვებს გაურბის. ვინ გასცა გავრილოვის სისხლიან ღამეს რეზინის ტყვიების სროლის ბრძანება - ამ კითხვის საპასუხოოდ, "ოცნება" მომხდარზე სრულ პასუხიმგებლობას ყოფილ პრემირ-მინისტრს აკისრებს. თუმცა, როგორც ირკვევა, გახარიას ხმაურიანი ინტერვიუდან ყველაზე მტკივნეული კობახიძის გუნდისთვის, ივანიშვილის არაფორმალურ გავლენებზე საუბარი აღმოჩნდა.  

თუ მან რამე მეტი იცის, ან რამე მეტის თქმა უნდა იმ პერიოდთან დაკავშირებით, როდესაც ის პრემიერი იყო, შეუძლია ეს ყველაფერი თქვას და გაასაჯაროოს. ბატონი ბიძინა ივანიშვილი არ მისცემდა გიორგი გახარიას პირობას და მასთან არ დაიწყებდა შეთანხმებას, თუ როდის შემოსულიყო და გასულიყო პოლიტიკაში. ანუ, არაფორმალურ მმართველობაში როგორ იქნებოდა ადამიანი, რომელიც იყო პარტიის თავმჯდომარე? პოლიტიკიდან როცა გავიდა, მას შემდეგ ერთი კონკრეტული არგუმენტიც კი ვერ მოიყვანეთ ვერც თქვენ და ვერც თქვენი აზრის მხარდამჭერებმა, რომ ივანიშვილი მონაწილეობს პოლიტიკაში. გახარია კი იმ მომენტიდან არარ არის მთავრობაში და შესაბამისად, ვერც იმის თქმის საფუძველი აქვდა ვერც ექნება, რომ ბიძინა ივანიშვილი ვითომ და თითქოს პოლიტიკურ პროცესებში იყოს ჩართული", - ამბობს არჩილ თალაკვაძე. 

20 ივნისის ღონისძიებაზე პასუხისმგებელი ვარ მე! - ამ სიტყვებით ცდილობს გიორგი გახარია გავრილოვის სისხსლიანი ღამის ამბების გამართლებას. ყოფილი პრემიერ-მინისტრი, საკუთარ იუთუბ არხზე გავრცელებულ უახლეს ინტერვიუში ამბობს, რომ თუ ქუჩაში გასული ხალხი პარლამენტში შევიდოდა, მაშინ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლებოდა. სახალხო პროტესტს რუსი დეპუტატის წინააღმდეგ გახარიამ ძალადობრივი შტურმი უწოდა. ყოფილი პემიერი ყველაფერს საკუთარ თავზე იღებს, თუმცა ამ დრომდე არ ამბობს, ვინ გასცა ხალხის დარბევის ბრძანება და თუ ამ საქმის უკან ვინმე სხვაც დგას, მაშინ გამოდის, რომ გახარია დანაშაულის თანამონაწილეა.

სკანდალურ ინტერვიუში გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილზეც საუბრობს და მას შეთანხმების დარღვევაში ამხელს. ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ მისი გადადგომის მთავარი მიზეზი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დარჩენა გახდა.

მსგავსი სიახლეები