ორღობის ჭორაობას გამცდარი - ღუდუშაური გახარიას ინტერვიუზე

08.12.23 15:16
ორღობის ჭორაობას გამცდარი - ღუდუშაური გახარიას ინტერვიუზე

ორღობის ჭორაობას გამცდარი - ასეე ეხმაურება "ოცნების" წევრი ალუდა ღუდუშაური გიორგი გახარიას სკანდალურ ინტერვიუს.

ღუდუშაური სრულ პასუხისმგებლობას გიორგი გახარიას აკისრებს და ამბობს, რომ როგორ შეიძლება 20 ივნისთან დაკავშირებით კითხვა იყოს მათი მისამართით, როდესაც მაშინ გახარია იყო შინაგან საქმეთა მინისტრი.

ის არის მატყუარა ფაქტობრივად. მან უთხრა საზოგადოებას, რომ მე ფორმალურად მოვიმიზეზეო - ასე შეიძლება ეს გავიგოთ. ეს უბრალოდ საბაბი იყო და მიზეზიო, მაგრამ სინამდვილეში სხვა მოტივი მამოძრავებდაო. ორღობის ჭორაობას გამცდარი მომენტი. თუ არა ის, ვის შეეძლო სხვას ასეთი რამ გაეკეთებინა. როგორ შეიძლება ამასთან დაკავშირებით კითხვა იყოს ჩვენი მისამართით, როდესაც ბატონი გახარია იყო შინაგან საქმეთა მინისტრი. ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლომ თქვა, რომ სახელმწიფო პოზიციონირებდა სწორად",- ამბობს ღუდუშაური. 

20 ივნისის ღონისძიებაზე პასუხისმგებელი ვარ მე! - ამ სიტყვებით ცდილობს გიორგი გახარია გავრილოვის სისხსლიანი ღამის ამბების გამართლებას. ყოფილი პრემიერ-მინისტრი, საკუთარ იუთუბ არხზე გავრცელებულ უახლეს ინტერვიუში ამბობს, რომ თუ ქუჩაში გასული ხალხი პარლამენტში შევიდოდა, მაშინ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლებოდა. სახალხო პროტესტს რუსი დეპუტატის წინააღმდეგ გახარიამ ძალადობრივი შტურმი უწოდა. ყოფილი პემიერი ყველაფერს საკუთარ თავზე იღებს, თუმცა ამ დრომდე არ ამბობს, ვინ გასცა ხალხის დარბევის ბრძანება და თუ ამ საქმის უკან ვინმე სხვაც დგას, მაშინ გამოდის, რომ გახარია დანაშაულის თანამონაწილეა.

სკანდალურ ინტერვიუში გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილზეც საუბრობს და მას შეთანხმების დარღვევაში ამხელს. ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ მისი გადადგომის მთავარი მიზეზი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დარჩენა გახდა.

მსგავსი სიახლეები