ნიკა მელია, ვფიქრობ, რომ არის მნიშვნელოვანი მოთამაშე გასული წლების მანძილზე ოპოზიცურ ველზე - სამადაშვილი

08.12.23 15:18
ნიკა მელია, ვფიქრობ, რომ არის მნიშვნელოვანი მოთამაშე გასული წლების მანძილზე ოპოზიცურ ველზე - სამადაშვილი

"ნიკა მელია, ვფიქრობ, რომ არის მნიშვნელოვანი მოთამაშე გასული წლების მანძილზე ოპოზიცურ ველზე," - ეს განცხადება "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა გააკეთა.

სალომე სამადაშვილი ენმ-დან ნიკა მელიას წასვლას ეხმაურება. რაც შეეხება "ლელოსა" და ნიკა მელიას შესაძლო თანამშრომლობას, სამადაშვილი ამბობს, რომ ლელო თანამშრომლობისთვის მზად არის ყველა იმ პირთან, ვინც მათი პარტიის ხედვებს იზიარებს. 

გვახსოვს, რომ მან არაერთხელ ძალიან თავდადებით იბრძოლა ამ ქვეყნის მომავლისთვის. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ის არის ღირებული პოლიტიკოსი. მზად ვარ თანამშრომლობისთვის ყველა იმ პოლიტიკოსთან თუ პოლიტიკურ პარტიასთან, რომელიც იზიარებს ლელოს ხედვას, რომ ჩვენ გვჭირდება რუსული რეჟიმის დამარცხება, მაგრამ მომავალი არ ნიშნავს წარსულში დაბრუნებას, მაგრამ არ ნიშნავს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთპარტიული მმართველობის აღდგენას ქვეყანაში,“ - ამბობს სალომე სამადაშვილი.

მსგავსი სიახლეები