"თვალთმაქცობაა" - კობახიძის გუნდი "ლელოს" ინიციატივას არასაჭიროდ მიიჩნევს

08.12.23 15:32
 "თვალთმაქცობაა" - კობახიძის გუნდი "ლელოს" ინიციატივას არასაჭიროდ მიიჩნევს

"ქართული ოცნება" დღეს არსებული საპარლამენტო ზედამხედველობით კმაყოფილია. კობახიძის გუნდი "ლელოს" ინიციატივას არასაჭიროდ მიიჩნევს.

ოპოზიცია ძალოვანი უწყებების ბოროტად გამოყენების შესახბ ალაპარაკდა. "ლელოში" ფიქრობენ, რომ მოქალაქეების უფლებებები ჩინოვნიკების გამო ყოველდღიურად ირღვევა, თუმცა დემოკრატიული კონტროლს მაქანიზმების გაძლიერების საჭიროებს "ოცნება" ვერ ხედავს.

არჩილ თალაკვაძე ამტკიცებს, რომ "ლელოს" ინიციატივა "თვალთმაქცობაა".

პარლამენტში არის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტი, ვისი მოვალეობაც არის სწორედ ზედამხედველობა ძალოვან სტრუქტურებზე და ასევე არის ნდობის ჯგუფი, სადაც ოპოზიცია არის რეკლამენტით წარმოდგენილი, რომელიც ახორციელებს ზედამხედველობას უსაფრტხოების სტრუქტურებზე. შესაბამისად, მეხუთე პუნქტზე გადასვლა იმ ჯგუფების მხრინდან, იმ ოპოზიციის მხრიდან, რომელიც 12 რეკომენდაციის შესრულებაში არა თუ არ მონაწილეობდა, არამედ პირიქით, კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ მუშაობდა, რა თქმა უნდა, არის თვალთმაქცობა, - ამბობს არჩილ თალაკვაძე.

"ლელოს" წევრები დღეს მესამე სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც იმსჯელეს, როგორ უნდა შესრულდეს ევროკომისიის 9 დათქმა. ოპოზიციურმა პარტიამ ყურადღება სწორედ მე-5 პუნტქზე გაამახვილა. 

მსგავსი სიახლეები